26 თებერვალს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-02-25 20:20:07

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მთისძირი, კრწანისი, მუხროვანი, კუმისის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე. 15:30-დან 16:00 საათამდე - სოფლებს ყარაჯალარი, აქთაკლია, კარათაკლია, გაჩიანი, ფოლადაანთკარი, სადგური გაჩიანი.