ვიდეომასალა "ფეისბუქით" გავრცელდა

2019-02-25 15:20:14

სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა.

ამჯერად ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. ვინ გადაიღო და ვინ ატვირთა კადრები ინტერნეტში ამ ეტაპზე უცნობია.

არსებული ინფორმაციით, უფროსკლასელების პირადი კავშირის ამსახველი მასალა "ფეისბუქზე" იმ ჯგუფში გავრცელდა, რომლის წევრებიც სკოლის არასრუწლოვანი მოსწავლეები არიან.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინოსტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე უკვე დაიწყო აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ბათუმის პოლიციაში ცოტა ხანში დაკითხვების სერია უნდა დაიწყოს.

უწყებაში სხვა დეტალებთან დაკავშირებით ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.