"მისტერ ვალენტინი საქართველო 2019" რუსთაველი ახალგაზრდა, 21 წლის ლუკა შენგელია გახდა.
გამარჯვებული სხვადასხვა კომპანიის რჩეულია, მას პრიზის სახით ეგვიპტის საგზური გადაეცა.
"მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია მაღალი იყო, გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ჩემს თავში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, მონაწილეობას არ მივიღებდი. კონკურსი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ყველა ახალგაზრდა სიმპათიურ მამაკაცს ვურჩევ მიიღოს მონაწილეობა. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, კახი ხაბეიშვილს და დეფილეს მასწავლებელს ანი გაბელაიას", - აცხადებს გამარჯვებული.
კონკურსში მონაილეობას სულ 3 რუსთაველი იღებდა, ლუკას გარდა ნომინაციებში გაიმარჯვეს ლაზარე ლაფაურმა, რომელიც მისტერ ფოტოგენურობა გახდა და ელიზბარ მამედოვმა, რომელსაც მისტერ ფიტნესის ტიტული ერგო.
მისტერ ვალენტინის ტიტულის მოსაპოვებლად ფინალში 20 კონკურსანტი იბრძოდა. შეგახსენებთ, რომ მისტერ ვალენტინი საქართველოში წელს მეთერთმეტედ ტარდება.