მისტერ ვალენტინი 2019 [photo]

2019-02-18 10:25:43

მისტერ ვალენტინი 2019-ის ფინალისტები გამოვლინდნენ. კონკურსი საქართველოში მეთერთმეტედ ტარდება.

ფინალში გადასულ მონაწილეთა შორის 3 რუსთაველი ახალგაზრდა, ლუკა შენგელია, ელიზბარ მამედოვი და ლაზარე ლაფაურია. ისინი იმ 20 კონკურსანტს შორის არიან, რომლებიც "მისტერ ვალენტინის" ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესარჩევი რეგისტრაცია იანვარში დაიწყო და მასში 17-დან 27 წლამდე მამაკაცები მონაწილეობენ. მთავარი კრიტერიუმებია შარმი, მამაკაცურობა, ინტელექტი და სიმაღლე 175 სმ. ზევით.

მისტერ ვალენტინი საქართველოში 2009 წლიდან ტარდება. იდეის ავტორი კი ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძეა.