თბილისში, გაგარინის ქუჩაზე გაჩენილ ცეცხლს მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით საცხოვრებელ ბინაში ცეცხლი გაზდანადგარიდან გაჩნდა.
ბინაში 52 წლის ქალი იმყოფებოდა რომელმაც ალმოდებული სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.