ქურდობის ფაქტი

2019-02-21 14:19:58

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2001 წელს დაბადებული გ. ჩ. - ქურდობის, ხოლო 1993 წელს დაბადებული ე.ე. - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების
ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ჩ.-მ სოფელ ჯვარში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ე.კ.-მ კი მის მიერ მოპარული ნივთები გაასაღა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ქურდობის და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

დანაშაული 2-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს