საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა

2019-02-19 22:09:52

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სამტრედია - სოფელი ტოლებში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 58 წლის მამაკაცი დაშავდა.

შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც ნგრევა მოყვა. ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.