ქუჩაში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

2019-02-19 18:24:06

თბილისში, 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს.

ვერცხლის ქუჩაზე, მოულოდნელად ავტომობილი გაჩერდა, ქუჩაში მდგომ მამაკაცს შვიდჯერ ესროლა და გაიქცა.

გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

ადგილზე კრიმინალური პოლიციის ათობით ეკიპაჟია მობილიზებული.

ფოტოს ავტორი: თომა ონიანი.