ქალის მოტაცებისთვის, 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

2019-02-17 11:45:48

ახალქალაქში 30 წლის მამაკაცმა 29 წლის ქალი მოიტაცა. შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე ქალის მამის თანდასწრებით მოხდა.

პოლიციამ მოტაცების ფაქტზე 5 მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც ქალის ოჯახმა მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა.

დაკავებული მამაკაცი აღნიშნავს რომ ქალის გატაცება მისი ცოლად მოყვანის მიზნით მოხდა.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს".

პოლიციამ პირველ დღეს ორი მამაკაცი, მეორე დღეს კიდევ ორი, ხოლო დღეს კიდევ ერთი (ჯამში სულ 5 მამაკაცი) დააკავა.