მანქანა მაღაზიაში შევარდა

2019-02-16 22:58:17

ფონიჭაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით "ნისანი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღაზიის ვიტრინა შეამტვრვია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.