ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

2019-02-16 12:50:33

თბილისში, მაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.