18 თებერვალს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-02-15 18:02:50

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს 09:00-დან 17:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარტყოფში,

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, განთიადი, ბაზაქლო, მაშავერა და მიმდებარე სოფელბში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.