მასშტაბური ქურდობა რუსთავში [photo]

2019-02-14 00:18:51

ქურდობა რუსთავში, XXI მიკრორაიონის ტერიტორიაზე მდებარე ავტობაზრობაზე.

არსებული ინფორმაციით, ბაზრობის ტერიტორიიდან გატანილია "კამაზის" მარკის ავტომობილების 58 აკუმულატორი.

როგორც "ინფო რუსთავს" ბაზრობის წარმომადგენელმა განუცხადა მანქანის ნაწილები ობიექტის კერძო დაცვის იმ თანამშრომლებმა მოიპარეს ვისაც სამსახურეობრივად მისი დაცვა ევალებოდათ.

შ.პ.ს "ავტომოტორსის" მფლობელი აცხადებს, რომ ზარალი რამდენიმე ათას ლარს შეადგენს. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, ასევე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, საბოლოოდ კი რუსთავის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა საქმე გახსნეს და დაცვის სამსახურის 2 თანამშრომელი დააკავეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 177 მუხლით დაიყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ავტობაზრობის ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინაც დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც  ძვირადღირებული სპეც.ტექნიკა დააზიანეს, კერძოდ კი  სატვირთო ავტომობილებზე საქარე მინები ჩაამტვრიეს.