ვანდალიზმი თუ შურისძიება [video]

2018-07-07 23:55:30

მსუბუქი ავტომობილების შემდეგ საქარე მინები სატვირთო ავტომობილებზეც ჩაამტვრიეს. ნახეთ ვიდეო.

დაზიანებულია 7  ერთეული ძვირადღირებული სპეც.ტექნიკა, რომელიც რუსთავის შემოსასვლელში, 21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

შ.პ.ს "ავტომოტორსის" მფლობელი ინფო რუსთავთან აცხადებს, რომ მანქანები განზრახ არის დაზიანებული. ზარალი რამდენიმე ათას ლარს აჭარბებს.

ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ასევე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.