წყნეთში ავტობუსი დაგორდა

2019-02-12 11:28:44

წყნეთში, N 34 მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა დილის საათებში მოხდა. მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანა მუხრუჭის დაზიანების გამო დაგორდა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

ამდროისთვის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.