12 თებერვალს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-02-11 17:34:27

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 თებერვალს 11:00-დან 17:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის რაიონის სოფელბში ნარდევანი, აიაზმა და მიმდებარე სოფელბში,

11:00-დან 18:00 საათამდე ბოლნისის რაიონის სოფელბში  ნახიდური, მუხრანა, სისკალა, ბალახაური და მიმდებარე სოფელბში, 11:00-დან 13:00 საათამდე თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, პანტიანი, წვერი და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 19:00 საათამდე დმანისის რაიონის სოფელბში კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, ქარიანი და მიმდებარე სოფელბში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.