შსს-მ 1 192 293 ვიდეოჯარიმა დააფიქსირა

2019-02-11 14:16:22

შსს-მ 2018 წელს 1 192 293 ვიდეოჯარიმა დააფიქსირა.

უწყების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში 200 ათასი ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა, მეორეში – 245 ათასი, მესამეში – 476 ათასი, მეოთხეში კი 269 ათასი.

ვიდეოჯარიმების ჯამურმა თანხამ 42 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ამასთან, მძღოლების ნაწილმა (411 421 ქვითარი) ჯარიმა 10 დღის ვადაში გადაიხადა. შესაბამისად, მათზე 20-პროცენტიანი ფასდაკლება გავრცელდა. შეღავათით გადახდილი ვიდეოჯარიმების თანხამ 11.8 მილიონი ლარი შეადგინა.