რუსთავში "ალტაოქეი" გაქურდეს [video]

2019-02-09 13:57:08

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, ტექნიკის მაღაზია "ალტაოქეი" გაქურდეს. [ვიდეო/video]

მაღაზიის მენეჯერის თქმით, წაღებულია 13 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, რომელთა ღირებულება მისივე ცნობით, დაახლოებით 10 000 ლარამდეა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, უცნობი პირები ტექნიკის მაღაზიაში, გვიან ღამით, მთავარი კარიდან შევიდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ სათვალთვალო ვიდეო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ შედის რამდენიმე პირი მაღაზიაში და როგორ გააქვთ შესვლიდან მალევე ნივთები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

რუსთავში "ალტაოქეის" მაღაზია წელს უკვე მეორედ გაქურდეს.