რუსთავში ტექნიკის მაღაზია "ალტაოქეი" გაქურდეს.
შემტვრეულია მინის ცენტრალური კარი, ქურდობა ახალი წლის დადგომას სპეციალურად დაამთხვიეს რათა მაშხალების გასროლის ფონზე მინების ჩამტვრევის ხმა არავის გაეგო. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მაღაზია სამმა არასრულწლოვანმა გაქურდა, მათ შორის 1 გოგო, ხოლო 2 ბიჭია.
არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან 9 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს და შენობა რამდენიმე წამში დატოვეს.
რუსთავის პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა, შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიბა სსკ 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირები და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები".