ბათუმში მცირეწლოვანი ცემით მოკლეს

2019-02-08 15:55:34

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად, ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, წინასწარი შეცნობით  არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, უზბეკეთის მოქალაქე  ს. მ. დამნაშავედ ცნო.

სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ  2018 წლის 13 ივნისს, ს.მ.-მ, ქ.ბათუმში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მისთვის მიბარებულ, 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებით, მოკვლის განზრახვით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა  მრავლობითი, მათ შორის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის  დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ს.მ.  დამნაშავედ ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“  და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.