"ახალი ოჯახების შექმნა და მიმართულება ერის გამრავლებისკენ"

2019-02-07 19:05:22

პარტია "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით მინისტრს კითხვა დაუსვა:

"განათლების მინისტრის მოხსენებიდან ერთი ფრაზა მომხვდა ყურში "გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები", ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. აი, ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა და ძალიან კარგი კითხვები დაისვა, მაგრამ კაციშვილმა არ ილაპარაკა მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია. განადგურებისკენ მივდივართ, ანუ სკოლებში არ გვყოფნის და არ გყოფნით მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, ფიქრობთ თუ არა ბატონო მინისტრო, რომ საჭიროა მოიფიქროს სახელმწიფომ ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს მიმართულებას ერს გამრავლებისკენ", - განაცხადა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა.