7 თებერვალს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-02-06 17:06:38

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 თებერვალს 14:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ზემო კარაბულახი, უსეინქენდი, სალამალეიქი, გოდაგდაღი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.