თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა გარდაიცვალა.
შეგახსენებთ რომ ყოფილი მერი რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე 2017 წელს ავარიაში მოჰყვა. ვანო ზოდელავა ავარიის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შეგახსნებთ, რომ ავარია 2017 წლის 21 ივლისს მოხდა. ზოდელავა აზერბაიჯანიდან საქართველოში ტაქსით მოემგზავრებოდა, რა დროსაც ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - "ოპელის", "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის მანქანები შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა რუსთაველი, 33 წლამდე მამაკაცი, რომელიც "ოპელის" მარკის ავტომობილს მართავდა.