"შავი პრინცი" გარდაიცვალა

2019-02-05 01:37:58

ქართული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ვეტერანი, აკაკი ბაბუნაშვილი, ფსევდონიმით "შავი პრინცი", 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ინფორმაცია რეპერის მეგობარი, ჯერონიმო ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზად თირკმლის უკმარისობა სახელდება.
"შავმა პრინცმა" მუსიკალური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში, ქუთაისში დაიწყო. თავის დროზე ის სხვა ახალგაზრდა რეპერებს დაეხმარა, ისეთები როგორებიც არიან ჯოკერი, ძებნილები და ჯერონიმო.

შავი პრინცი 2018 წლის ბოლოს 10 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ახალი სიმღერები ჩაწერა.