ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-02-03 17:04:58

ავარია მსხვერპლით დასრულდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გორი-ხელთუბნის გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსკ 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის ექსპლატაციის ან უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.