ფონიჭალაში მორიგი სპეცოპერაცია მიმდინარეობს

2019-02-02 13:42:57

ამ წუთებში ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. ერთ-ერთ ოჯახში დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სპეცოპერაცია სავარაუდოდ ნარკორეალიზატორების დაკავებას უკავშირდება.