1 თებერვალს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-01-31 18:47:49

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 13:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მთის ძირი, კრწანისი, კუმისის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე. 15:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს კრწანისი, ფონიჭალა, თელეთი, გამარჯვება და მიმდებარე ტერიტორიას.

12:00-დან 14:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს გომარეთი, ზემო კარაბულახი, იფნარი, კიზილაჯლო და  მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 14:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს სავანეთი, ფოლადაური, ნახიდური, მუხრანა, ვანათი და  მიმდებარე სოფლებს.

14:00-დან 17:30 საათამდე - აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხოჯორნი, გულუბახ, ბრდაზორი, გულუბახი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.