609 542 მოქალაქეს ვალი გაუნულდა

2019-01-30 12:37:20

სესხების განულების ინიციატივა წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ ფინანასთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

"ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად დასრულდა ეს ინიციატივა. როგორც ვვარაუდობდით, 600 000 ადამიანს შეეხო. ეს სავარაუდო ციფრი იყო, რადგან დინამიური პროცესია. ახალ საბანკო რეგულაციებს პრაქტიკულად მინიმუმამდე დაჰყავს მსგავსი რამის განმეორება, ამ ხარისხისა და მოცულობის დაკრედიტება და შესაბამისად, ე.წ. შავ სიაში ამ რაოდენობის მოქალაქეების მოხვედრა", – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ვალები გაუნულდა  609 542 მოქალაქეს, რომლებიც იმყოფებოდნენ  ე.წ. "შავ სიაში", რომელთა სესხების რაოდენობა 1 360 991-ს, ჩამოწერილი დავალიანების ჯამური თანხა კი 4 027 099  783 მილიარდ ლარს შეადგენს.