ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

2019-01-31 12:15:38

ლაგოდეხში მომხდარ ავარიას 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავარიისას ასევე დაშავდნენ ბავშვის მშობლები და მძღოლი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.