"MADE IN GEORGIA" ევროპაში

2019-01-30 13:50:38

ქართული კომპანია, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი, H&M-ის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.

ქართულმა კომპანიამ ბრენდის მკაცრი ტექნიკური და სოციალური აუდიტის გავლა შეძლო და ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.

კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის  რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose”  შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: M&S, UMBRO, Comma და სხვა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო.

შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. საწარმოში 280 ადამიანია დასაქმებული. ინვესტიციის  ჯამური მოცულობა კი 3 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული საწარმო ქუთაისში მდებარეობს.