30 იანვარს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-01-29 17:42:42

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

კერძოდ, 30 იანვარს 09:00-დან 17:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარტყოფში, 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში აღმაშენებლის, აბელიანის, 26 მაისის, გიორგი ბრწყინვალის და მიმდებარე ქუჩებზე,

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფელბში გომარეთი, სარკინეთი, განახლება, ველისპირი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.