მამაკაცმა 4 ლეპტოპი მოიპარა

2019-01-29 11:38:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ თბილისში, ჯანაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ოფისიდან ოთხი ლეპტოპი მოიპარა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.