გამოსაშვები გამოცდები უქმდება

2019-01-28 13:36:01

2020 წლისთვის მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, ხოლო 2019 წელს მე–11 კლასის "CAT"-ის გამოცდები მოიხსნება.

სკოლა ატესტატს აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

2020 წელს, ეროვნულ გამოცდებზე, ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. ამასთან, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით.