საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები

2019-01-28 12:22:22

NDI-ს დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  გამოკითხულთა უმეტესობა კარგი სამსახურის შოვნისთვის აუცილებელ პირობად ნაცნობობას მიიჩნევს. „ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის შედეგების პირველი ნაწილი გამოაქვეყნა.

კითხვაზე, ამ პირობებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად, გამოკითხულთა 37% ნაცნობობას ასახელებს, 23% პროფესიონალიზმსა და სამუშაო გამოცდილებას, უცხოეთში მიღებულ განათლებას კი 9%. რაც შეეხება ნიჭს, შრომისმოყვარეობასა და გამართლებას გამოკითხულები შედარებით ნაკლებად საჭირო პირობებად მიიჩნევენ კარგი სამსახურის დასაწყებად.

კვლევის საველე სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" შეისწავლა მოსახლეობის განწყობა განათლების, მედიის, საგარეო კურსის და პოლიციის მუშაობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კვლევაში ცდომილება 2% შეადგენს.