27 იანვარს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-01-26 19:04:07

27 იანვარს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.

კერძოდ, 27 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლეჟბადინი, ქესალო, ქურთლიარი, მეორე ქესალო, კირაჩ-მუღანლო, კაპანახჩი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.