ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

2019-01-26 10:49:59

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ლილოს ბაზრობასთან.

არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, 60 წლის მამაკაცს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შეჯახების შედეგად მიღებული ტრამვების გამო მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.