ნაპირსამაგრი სამუშაოები

2019-01-25 15:39:49

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის, მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ზაურ ტაბატაძესთან ერთად, სოფელ დამია-გეურარხში, მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტის განხორციელება სოფელში მდინარის ადიდებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურების პრევენციის მიზნით დაიგეგმა. სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან მილიონ ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი, დასაქმებულია 60 ადგილობრივი.

კომპანია "მამისონი" დამია-გეურარხში მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს მიმდინარე წლის მაისის თვეში დაასრულებს. პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურადაა ჩართული "საქართველოს მელიორაცია".


ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.