ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-01-24 14:52:54

მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის დროს ფეხით მოსიარულე შუახნის მამაკაცი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს გზაზე გადასვლისას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.