"ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება"

2019-01-24 13:31:20

ორსულის აცრა გრიპზე სასურველია, ხოლო ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, გრიპის ვირუსის შემთხვევები შემცირებულია.

„გრიპის ვირუსი, საბედნიეროდ, უკან იხევს. ბოლო სამი კვირაა ქვეყანაში კლების ტენდენცია არის. ეს ჩანს ყველა მიმიმართულებით. თუმცა, გრიპი ჯერ არ გამქრალა. გრიპი იქნება გაზაფხულამდე, ვიდრე კარგად არ დათბება. აქედან გამომდინარე საჭიროა, სიფრთხილე“, - განაცხადა იმნაძემ.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, წითელას ვირუსის გავრცელებას, გრიპისგან განსხვავებით ვერაფერი შეაჩერებს აცრების გარდა.