26 წლის ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობით მოათავსეს.
უყურადღებობა თუ სუიციდის მცდელობა, არსებული ინფორმაციით ახალგაზრდამ დიდი ოდენობით წამლები მიიღო რის შემდეგაც გონება დაეკარგა.
"ინფო რუსთავს" გადაუდებელი განყოფილების ექიმმა განუცხადა რომ - "პაციენტი საავადმყოფოში შეყვანილი იყო უგონო მდგომარეობაში, მას წამლების ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული. ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია".
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".