თბილისში, ვაშლიჯვარში ერთერთი მრავალსართულიანი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით კორპუსის, მეოთხე სართულზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულები არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის და "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები.
მეზობლების ინფორმაციით სუნი დაკეტილი ბინიდან გამოდიოდა.
ბინაში შესულ მაშველებს და სპეციალისტებს რეზინის მილები წებოვანი ლენტით გადაბმული დახვდათ, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა.