ცემით მოკლული ბავშვი

2019-01-22 18:35:49

თბილისში, სანზონაში, 4 წლის გოგონა გარდაიცვალა.

მეზობლები ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ 4 წლის გოგო მშობელმა სავარაუდოდ ცემით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, დედა მცირეწლოვან ბავშვზე ხშირად ძალადობდა. საცხოვრებელი ბინასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მეზობლებმა არაერთხელ გამოიძახეს თუმცა მშობლებს ბავშვებზე ძალადობის ფაქტი არ უდასტურდებოდათ.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა.