23 იანვარს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-01-22 17:30:54

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

23 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე.

11:00-დან 18:30 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ბერთაკარი, სენები, ძეძვნარიანი, ძველი ქვეში, ქვეში.

11:00-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს  გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, განახლება, მამულო, ახა. 16:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს განთიადი, დიდი დმანისი, კიზილქილისა, მაშავერა, კაკლიანი და  მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 18:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ირაგა, ჭივჭავი, ჯვარა, სამღერეთი, სამშვილდე და  მიმდებარე სოფლებს. 11:00-დან 18:30 საათამდე - თეთრწყაროში აღმაშენებლის, ორბელიანის, კეცხოველის, თევდორე მღვდლის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს აბელიანი, აბრამეთი, ხოპისი, ვაკე და  მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 18:30 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ალგეთი, საბირქენდი, ოფრეთი და მიმდებარე სოფლებს. 11:00-დან 12:30 საათამდე - სოფლებს ხოჯორნი, გულუბახი, ბრდაზორი. 12:30-დან 14:00 საათამდე - სოფლებს ახკერპი, ჩანახჩი, ოფრეთი, ხოხმელი. 14:00-დან 15:30 საათამდე - სოფლებს წერაქვი, სიონი, ახკულა, ჯანხოში.

14:00-დან 17:00 საათამდე - წალკაში გ.ცაბაძის, მექანიკურის, არისტოტელეს და მიმდებარე ქუჩებს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს საყდრიონი, სამება, გუნიაკალა, წინწყარო, სანთა და  მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.