ვარკეთილში 2 მამაკაცი გარდაიცვალა

2019-01-21 21:12:47

თბილისში, ვარკეთილში 2 მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით 69 და 72 წლის მამაკაცების გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

შემთხვევა საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, მეზობლებმა ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახური გამოიძახეს.

ადგილზე მისულმა პოლიციამ ბინის კარი გააღო და 2 გარდაცვლილი აღმოაჩინა.

შსს-ში აცხადებენ რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლით აღიძრა, რაც გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.