გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
22 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს სოფლებში სართიჭალა, თელეთი, მუღანლო, ხაშმი და მიმდებარე ტერიტორიაზე.
11:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს დარბაზი, ფოცხვერიანი, გეთა, წიფორი, ხახალაჯვარი, ჭრეში.
11:45-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, განახლება, მამულო, ახა.
13:00-დან 18:30 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ალგეთი, ალგეთი, საბირქენდი, ოფრეთი და მიმდებარე სოფლებს. 13:30-დან 15:30 საათამდე - აბონენტებს ქ. მარნეულის გარეუბანში, სოფლებს წერეთელი, ბაილარი, საიმერლო, დიდი ბეგლიარი და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.