ტრაგედია მარნეულში. სანადირო თოფიდან გასროლით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა, მარნეულში, სარვანის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კუთვნილ სანადირო თოფს წმენდდა, რა დროსაც გაუფრთხილებლობით თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.