"წითელას შემთხვევები არ შემცირებულა"

2019-01-21 13:44:50

"წითელას შემთხვევები არ შემცირებულა, ეპიდაფეთქებას მხოლოდ ვაქცინაცია შეაჩერებს"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"გრიპთან დაკავშირებით შეჯამდა იანვრის მესამე კვირის მონაცემები, ავადობის მაჩვენებელი დაახლოებით იგივე დიაპაზონშია, რაც მეორე კვირაში. ტენდენცია კლების არის გრიპის, მაგრამ რადიკალური კლება არ გვაქვს. წითელას ავადობასთან დაკავშირებით, კლება არ შეინიშნება. ამიტომ, არის მოწოდება, წითელას ეპიდაფეთქება რომ შევაჩეროთ, ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია ”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.