საქართველოში მობილურით საუბარი ძვირდება. მომხმარებელს ახალ სატარიფო პოლიტიკას სთავაზობს ჯეოსელი.
კომპანია, "სილქნეტის" ცნობით, რომელმაც "ჯეოსელი"გასულ წელს შეისყიდა, ახალი, გაზრდილი ტარიფი 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.
"1 მარტიდან კომპანია გეგმავს სატარიფო ცვლილებებს. ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს,"-ნათქვამია "სილქნეტის" განცხადებაში.
კერძოდ, 1-ლი მარტიდან "ახალი პაკეტი მეტი S" 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი ეღირება; "ახალი პაკეტი მეტი M" 15 ლარი გახდება, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით 10 ლარია. "ახალი პაკეტი მეტი უსასრულო" კი რომელიც ამ ეტაპზე 25 ლარი ღირს, 30 ლარი ეღირება. (მეტი დეტალი ნახეთ ბმულზე )
18 თებერვლიდან მომხმარებლებს ახალ სატარიფო პოლიტიკას "მაგთიც" შესთავაზებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, "მარტივი 25"-ს ნაცვლად, განახლებულ პაკეტ "მარტივს" 30 ლარად მიიღებს.
"მაგთის: ცნობით, გაძვირებული პაკეტის "მარტივის" ფარგლებში მოქალაქეები გაზრდილ მობილურ ინტერნეტს მიიღებენ და 1 000 მგ-ის ნაცვლად ის 1 500 მბ-ი იქნება.(მეტი დეტალი ნახეთ ბმულზე)
ორივე კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია წერია, რომ, მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდება.
ამასთან, კომპანიები აწესებენ მობილური ნომრის მომსახურების საფასურს, რომელიც "ჯეოსელის" შემთხვევაში თვეში 20 თეთრი; ხოლო "მაგთის" აბონენტებისთვის 180 დღეზე - 1 ლარი იქნება. ნომრის მომსხურების საფასურის ფარგლებში, ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას შეუზღუდავად მიიღებთ.