გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
21 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 11:30 საათამდე შეეზღუდება აბონენტს სოფელ თელეთში.
11:00-დან 18:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ირაგა, ჭივჭავი, ჯვარა, სამღერეთი, სამშვილდე და მიმდებარე სოფლებს.
11:30-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ზემო და ქვემო კარაბულახი, გედაგდაღი, პირველი სალამალეიქი, უსეინქენდი, მამიშლარი, ახალი გოდაგდაგი. 11:30-დან 19:00 საათამდე - სოფლებს გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, განახლება, მამულო, ახა.
11:30-დან 12:00 საათამდე და 13:30-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს იაღლუჯას დასახლებაში.
12:20-დან 12:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში მარაბდა, ბორბალო, ჯანდარი, მარტყოფი, ასურეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე.
14:00-დან 14:30 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილ-აჯილოს, აგრეთვე მარნეულში გოგებაშვილის, 26 მაისის, გუდიაშვილის, ჯაახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.