პარტია „ქართული ოცნება“ 199 170 ლარით დაჯარიმდა. პარტიის დაჯარიმების მიზეზი პრეზიდენტის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სოციალურ ქსელ ფეისბუკში განთავსებული სააგიტაციო პოსტები გახდა.
დარღვევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დააფიქსირა, პარტიის დაჯარიმების გადაწყვეტილება კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო აუდიტის სამსახურის მონაცემებით. სააგიტაციო პოსტები მმართველმა პარტიამ 99 585 ლარით დააფინანსა. შესაბამისად, მას ორმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.